ესტუმრე თბილისს
აღმოაჩინე ულამაზესი დედაქალაქი
ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში, საბურთალოზე მდებარე სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ იდეალურია როგორც დასასვენებლად ან საქმიანი ვიზიტის მიზნით ჩამოსული მოგზაურობისთვის, ასევე ქალაქში მცირე დროით დასარჩენად.

თბილისი - ცენტრალური პუნქტი ევროპისა და აზიის გასაყარზე, მრავალ ღირსშესანიშნაობას სთავაზობს თავის სტუმრებს. მისი არქიტექტურა თავს უყრის შუასაუკუნებრივ, ნეოკლასიკურ, არტ-ნუვოს და მოდერნისტულ ნიმუშებს. ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებში სეირნობისას თვალწინ გადაგეშლებათ მისი ლეგენდარული წარსული - უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე. ქალაქის ისტორიული უბანი და მისი გული - ‘ძველი თბილისი’ სულ რაღაც 5კმ-ითაა დაშორებული ‘რამადა ენკორ თბილისისგან“.
მდიდარ კულტურასთან საზიარებლად ეწვიეთ მუზეუმებს, ღირსშესანიშნაობებს, პარკებსა და სახელგანთქმულ უბნებს. დატკბით უმშვენიერესი ხედებითა და ბუნებით ერთდღიანი გასვლითი ტურების მოწყობით; დააგემოვნეთ საუკეთესო ქართული ღვინო და კერძები, კულინარია და მეღვინეობის ტრადიცია ხომ ჩვენი კულტურის განუყოფელი და უნიკალური ნაწილია.
* თბილისის საერთაშორისო აეროპორტი (TBS) სულ რაღაც 24 კმ-ის მოშორებითაა.
წაიკითხე მეტი